Sunday, June 3, 2012

გეოგრაფია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV ს. - XVII ს.)

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაახლოებით ორ საუკუნეს გაგრძელდა. ყველაფერი ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობით დაიწყო და გაგრძელდა XIX საუკუნის დასასრულამდე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ პერიოდში დაზუსტდა დასახლებული კონტინენტების მოხაზულობა, გამოკვლეულ იქნა ხმელეთის ზედაპირის დიდი ნაწილი. მან ახალი მასალა მისცა ცოდნის სხვა დარგებსაც (მაგ.:ეთნოგრაფიას ან ბოტანიკას). ექსპედიციების გაგზავნის ზოგადი მიზეზები იყო : სასაქონლო წარმოების ზრდა ევროპულ ქვეყნებში; ძვირფასი ლითონების ნაკლებობა და ამით გამოწვეული ახალი მიწების ძიება ოქრო-ვერცხლის, სანელებლების, სპილოს ძვლის (ტროპიკებში), ძვირფასი ბეწვეულის, მორჟის ეშვების (ჩრდილოეთ ქვეყნებში) მოსახვეჭად.
ამ პერიოდში გეოგრაფიული აზრი თანდათან თავისუფლდებოდა საეკლესიო დოგმებისაგან. აღორძინდა დედამიწის სფერულობის იდეა და მასთან ერთად პტოლემეს კონცეფცია ევროპის დასავლეთ და აზიის აღმოსავლეთ სანაპიროების სიახლოვის შესახებ.
XV საუკუნის გეოგრაფიული თხზულებიდან აღსანიშნავია ენეა სილვიო დე პიკოლომინის (პიუს II) ”კომენტარები” და წერილები. განიხილავს დედამიწის ფორმას, ასავე საუბრობს კლიმატურ სარტყლებსა და მათ თავისებურებაზე, აგრეთვე აღნიშნავს დედამიწის დანაწილებაზე ქვეყნის ნაწილებად და ამასთანავე განიხილავს ევროპასა და აზიას. აღწერა მთის ქედები და მდინარეები.
უპირველესად აღსანიშნავია ქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506 წწ) დიდებული მოგზაურობა, რითაც ყოველივე ამერიკის (1492) აღმოჩენით დამთავრდა. ამერიკის გახსნას მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, პოლიტიკური და სამეცნიერო რეზონანსი. მთლიანობაში კოლუმბმა ამერიკის მიმართულებით განახორციელა ოთხი მოგზაურობანი :
  1. პირველი მოგზაურობა (3 აგვისტო 1492 - 15 მარტი 1493)
  2. მეორე მოგზაურობა (25 სექტემბერი 1493 - 11 ივნისი 1495)
  3. მესამე მოგზაურობა (30 მაისი 1498 - 25 ნოემბერი 1500)
  4. მეოთხე მოგზაურობა (9 მაისი 1502 - ნოემბერი 1504 )
მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ვასკო და გამას მოგზაურობა. ვასკო და გამა იყო პირველი ევროპელი რომელმაც ზღაოსნური მიმოსვლა განახორციელა ევროპიდან ინდოეთის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე ფერნანდო მაგელანის (1480-1521) დიადი მოგზაურობა დედამიწის გარშემო. საყურადღებოა ასევე ალბუკერკეს, ჯეიმზ კუკის ზღვაოსნური მარშრუტები.
ნიშანდობლივია რომ, ამ პერიოდში ფართოდ განვითარდა კარტოგრაფიული ხელოვნებაც. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა
ვასკო და გამას გასვლა ინდოეთში
რუკები, ხოლო XVI საუკუნიდან - ატლასები. გაჩნდა ცალკეული ქვეყნების დაწვრილებითი აღწერილობანი, რომლებშიც ყურადღება გამახვილებული იყო ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე. XVI-XVII სს. ზოგად დედამიწისმცოდნეობას გამოყენებითი ხასიათი მიეცა, იგი ძირითადად ნავიგაციის ინტერესებს ემსახურებოდა. ამ დროის უდიდესი გეოგრაფიული შრომაა ბერნჰარდ ვარენიუსის „Geographia Generalis“ (1650), რომელშიც შეჯამებულია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდის მეცნიერული ცოდნა, განხილულია დედამიწის ხმელეთის ზედაპირის, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს ძირითადი თავისებურებანი. ერთ-ერთი პირველი რუკა სადაც დაცული იყო გრადუსთა ბადე შეადგინა ცნობილმა გეოგრაფმა და ასტრონომმა - პაოლო ტოსკანელიმ (1397-1482). პაოლო ტოსკანელი თავგამოდებით იცავდა დედამიწის სფერულობის იდეას. ამასთანავე წამოაყენა დასავლეთის გზით ინდოეთამდე მიღწევის შესაძლებლობის იდეა. აღსანიშნავია რომ 1492 წელს მარტინ ბეჰაიმმა (1459—1507) გამოიგონა გლობუსი.

გეოგრაფიული ცოდნის მეცნიერული სისტემატიზაცია (XVII ს. - XIX ს.) 

უილიამ დამპირი
XVII საუკუნიდან მოყოლებული ევროპის ტერიტორიაზე დაიწყო ძველი ავტორებისა და არაბების წერილებისა და კომენტარების თარგმნები. ამასობაში იმატა ინტერესმა ქვეყნების ბუნებრივი პირობების შესწავლისა და დედამიწის ბუნების ახსნისადმი. XVIII-XIX საუკუნეებში განხორციელდა დიდი სამეცნიერო საბუნებისმეტყველო ექსპედიციები, რომელიც მეცნიერურ ამოცანებსაც ისახავდა მიზნათ.
დიდმა მეცნიერმა ფრანსის ბეკონმა (1561-1626) მოახდინა რეფორმა მეცნიერულ მეთოდებსა და მეთოდოლოგიაში. მნიშვნელოვნად უჭერდა მხარს მეცნიერულ გეოგრაფიაში აღმოჩენების საქმეს და საუბრობდა მათ მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716), ჟორჟ ბიუფონისა (1707-1788) და მიხეილ ლომონოსოვის (1711-1765) წარმოდგენები დედამიწის ბუნების შესახებ.
პირველ მეცნიერ მოგზაურად შეიძლება მივიჩნიოთ ედმუნდ ჰალეი (1656-1742) - ცნობილი ასტრონომი და გეოფიზიკოსი. იგი მონაწილეობდა წმინდა სამეცნიერო ექსპედიციებში, სადაც ცდილობდა დედამიწის მაგნეტიზმის გარკვევას. უნდა დავასახელოთ აგრეთვე უილიამ დამპირი (1651-1715) ზღვაოსანი და მეკობრე, რომელმაც შეასრულა სამი დიდი ზღვაოსნური მარშრუტი. შედეგად დასწერა ნაშრომი, სადაც აღწერა ზღვის მარილიანობა, ასევე ცდილობდა დაედგინა ოკეანური დინებებისა და ქარის ურთიერთკავშირი.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე დანიელ გოტლიბ მესერშმიდტის (1685-1735) მოგზაურობა, რომელსაც მოჰყვა დიდძალი ბოტანიკურ-ზოოლოგიური, მინერალოგიური, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური კოლექციების შეგროვება. შედგენილი აქვს რუკები, აღმოაჩინა სასარგებლო წიაღისეულები და ა.შ.
XVIII საუკუნეში გრანდიოზული სამეცნიერო და საბოლოოდ გახსნითი ექსპედიციები მოაწყო წარმოშობით დანიელმა ზღვაოსანმა ვიტუს ბერინგმა (1681-1741), რომლის შედეგად ალექსი ჩირიკოვთან ერთად აღმოაჩინა ჩრდილოეთ-დასავლეთ ამერიკა და ალეუტის კუნძულები.
XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დამდეგს ფიზიკურ გეოგრაფიაში არ შექმნილა დიდი განმაზოგადებელი შრომები.

No comments:

Post a Comment