ევროპაში გეოგრაფიული წარმოდგენები ყალიბდებოდა ბიბლიური დოგმებისა და ანტიკური
მეცნიერების ზოგიერთი დასკვნისაგან, რომელიც განწმენდილი იყო ყოველივე
”წარმართულისაგან”. შუა საუკუნეებში გეოგრაფიული ცოდნა მხოლოდ
ქვეყანათმცოდნეობითი თვალსაზრისით განვითარდა. სხვა დისციპლინები, რომლებიც
მჭიდროდ იყო დაკავშირებული მათემატიკასთან და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან განვითარება ვერ პოვა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისინი მივიწყებულ იქნა.
VI საუკუნის გეოგრაფიული თხზულებიდან აღსანიშნავია კოზმა ინდოკლოპევსკის ცნობილი შრომა, სადაც გაშუქებულია ევროპის, ინდოეთის, შრი-ლანკისა და ეთიოპიის ქვეყანათმცოდნეობითი საკითხები. ამ ნაშრომმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ანტიკური იდეა მხოლოდ არაბულ კულტურაში
არის შემონახული. თუმცა ამ იდეებმა შემდგომ განვითარება ვერ მოიპოვა.
გეოგრაფიული ცოდნის მატარებლები იყვნენ : ვაჭრები, სამხედროები და
მისიონერები.
ქვეყანათმცოდნეობამ ყველაზე დიდი განვითარება მოიპოვა არაბულ ეპოქაში,
რომელიც შეპირობებული იყო არაბეთის სახალიფოს სიდიადესთან, რომელიც VIII ს.
მოყოლებული ფართოვდებოდა ცენტრალური აზიიდან დაწყებული, დამთავრებული პირენეის ნახევარკუნძულამდე. ქვეყანათმცოდნეობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო არაბეთის ვაჭრობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მის ტრადიციულ გაგებაში.
არაბული ქვეყანათმცოდნეობითი ნაწარმოები აღწერითი ხასიათისა იყო და
იძლეოდნენ დასახლებული პუნქტების, ხალხის, სიმდიდრეების, სავაჭრო
მეთოდებისა და გზების აღწერას. ამგვარ ნაწარმოებებს მიეკუთვნება აბუ იბნ
ხორდადბეჰის თხზულება - „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ“.
აღსანიშნავია, ასევე არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი - ალ-ჰამალი იაკუთი,
რომელმაც მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და დაწერა არაერთი საყურადღებო
ნაშრომი, მ.შ. მნიშვნელოვანია „გეოგრაფიის ლექსიკონი“, რომელშიც ასახულია
არაბული გეოგრაფიისა და ისტორიის ლიტერატურის მიღწევები.
მეტად მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე იბნ ბატისტა ხანგრძლივი მოგზაურობანი. იბნ ბატუტამ სამყაროს სივრცითი აღწერის საქმე დაიწყო და მოიარა ეგვიპტა, ირანი, არაბეთი, მესოპოტამია, სირია, მცირე აზია, ყირიმი, რუსეთის სამხრეთ ნაწილი, შუა აზია, ინდოეთი, ავღანეთი, ინდონეზია და ჩინეთი. მისი პირველი მოგზაურობა დაიწყო 1325 წელს, ბოლო მოგზაურობა კი განხორციელდა 1352-1353 წწ. და ამჯერად გადაკვეთა საჰარის დასავლური და ცენტრალური ნაწილი. 25 წელი ქვეყანათმომლახველობაში გაატარა და ზღვით გასცურა დაახლ. 130 ათ. კმ. იბნ ბატუტა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოგზაური იყო. ჭეშმარიტი ქვეყანათმომლახველი.
ალ მასუდმა მოახდინა მუსონების აღწერა. იგი იმყოფებოდა მოზამბიკის სრუტეზე და აგრეთვე მუშაობდა ატმოსფერული მოვლენების აღწერაზე.
XI საუკუნის ყველაზე დიდი გეოგრაფი იყო ალ-ბირუნი, რომელმაც დიდი ხანი მოგზაურობაში გაატარა და საფუძვლიანად შეისწავლა ირანის მთიანეთი და ასევე ცენტრალური აზიის დიდი ნაწილი. შესანიშნავად აღწერა ინდოეთი. საუბრობს გეოგრაფიულ პროცესებზე.
არაბული კულტურის უდიდესი მეცნიერი იყო იბნ სინა (980-1037 იგივე ავიცენა), რომელიც ჯერ კიდევ XI საუკუნეში სწერდა დენუდაციური
პროცესების შესახებ. აღწერა მთიანი ქვეყნების დამსხვრევის მოვლენები.
თუმცა ყველაფრის მიუხედავად, არაბული გეოგრაფია თეორიულ წარმოდგენაში ვერ
განვითარდა. არაბული გეოგრაფიის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ მათ
განავითარეს სამყაროს სივრცითი წარმოდგენა.
არაბულ კულტურაში გამორჩეული ადგილი რუკებსაც ეკავათ. თუმცა რუკების უდიდესი ნაწილი დაბალი დონისა იყო, რამეთუ მოკლებული იყო გრადუსთა ბადეს. გამონაკლისს შეადგენდა ალ-იდრისი (1100-1165) და მისი რუკები. იდრისის შექმნა მსოფლიოს იმ დროისათვის ცნობილი ნაწილის რუკა
(ქაღალდზე და ვერცხლის ბრტყელ მრგვალ ფირფიტაზე) და დასწერა შრომა
„გეოგრაფიული გასართობი“, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ცნობებს ხალხის
შესახებ. წიგნში შესულია ორი მსოფლიოს რუკა. იდრისიმ ამასთანავე დედამიწა დაყო 7 კლიმატად (ყოველ კლიმატში 10 ნაწილია).
XIII საუკუნუს შუა წლებიდან ევროპელთა სივრცობრივი თვალთახედვა
გაფართოვდა, მაგრამ ამან ნაკლები ზეგავლენა მოახდინა მათ გეოგრაფიულ
თვალსაწიერზე. გეოგრაფიული ცნობების მოპოვება დაიწყეს მისიონერებმა პლანო კარპინიმ და ვილემ რუბრუკვისმა. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე მარკო პოლოს ნაშრომები. ამ პერიოდში ვითარდებოდა რუკების შედგენის ხელოვნებაც.
XV საუკუნეში სპარსეთსა, ინდოეთსა და თურქეთში იმოგზაურა ათანასე ნიკიტინმა.
No comments:
Post a Comment