Sunday, June 3, 2012

ვიდეომასალა











თეორიული აღმოჩენები და გეოგრაფიის დიფერენციაცია (XIX ს.- XX ს.)

XIX საუკუნე არის გეოგრაფიის შექმნის თარიღი. სწორედ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა გეოგრაფია როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. წლების მანძილზე დაგროვილმა ფაქტობრივმა მასალამ და თეორიულმა სინთეზმა განპირობა გეოგრაფიის შიდა კანონზომიერებანი. ასევე გეოგრაფიულმა აღმოჩენებმაც იქონია გავლენა სამყაროს წარმოდგენის შესახებ. XIX საუკუნის მკვლევართაგან აღსანიშნავია : დეივიდ ლივინგსტონი (1813-1873), ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენი (1833-1905), ნიკოლოზ პრჟევალსკი (1839-1888) და ფრიტიოფ ნანსენი (1861-1930).
თეორიული გეოგრაფიის საკითხებზე მუშაობდნენ ბუნების დიდი მკვლევარები ალექსანდერ ჰუმბოლდტი (1769-1859) და კარლ რიტერი (1779-1859). სწორედ ამ ორმა მკვლევარმა აიყვანა გეოგრაფია პროფესიონალ დონეზე და მათ საბოლოოდ აწარმოეს გეოგრაფიული კვლევის სინთეზი.


ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი
ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი ოყო კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გენია, დიდი მოაზროვნე და გეოგრაფი, რომელმაც დაწერა ცნობილი შრომა «კოსმოსი». განსაკუთრებით, აღსანიშნავია მისი ხუთწლიანი მოგზაურობა ლათინურ ამერიკაში. მთელი თავისი ცხოვრება მოგზაურობდა. მეცნიერების მრავალმხრივი მცოდნე იყო. მისი შეხედულებანი დაედო საფუძვლად ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიასა და ლანდშაფტმცოდნეობას, აგრეთვე მცენარეთა გეოგრაფიასა და კლიმატოლოგიას.
XIX საუკუნის გეოგრაფიაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე კარლ რიტერმა, რომელიც გეოგრაფიის პირველი პროფესიონალი პროფესორი იყო. არაერთი დიდმოცულობითი შრომის ავტორია. კარლ რიტერის ნაშრომში „erdkunde“ მოცემულია გეოგრაფიის როგორც „ამხსნელი“ მეცნიერების განსაზღვრა. შედარებითი მეთოდის გამოყენებით ცდილობდა მრავალი ბუნებრივი მოვლენის კლასიფიკაციასა და ახსნას, ამით იგი დაუახლოვდა ლანდშაფტის მთლიანობის თანამედროვე წარმოდგენას. კარლ რიტერი გეოგრაფიული დეტერმინიზმის მომხრე იყო.
ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტისა და კარლ რიტერის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის გეოგრაფიული აზროვნების განვითარებაზე.
ამავე პერიოდში რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში დაარსდა გეოგრაფიული სკოლები, რომლებსაც მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდათ. აქვე აღიზარდა მრავალი გამოჩენილი გეოგრაფი, რომლებმაც თავიანთი შრომებით, საფუძველი ჩაუყარეს როგორც მეცნიერულ გეოგრაფიასა და მისი აზრის განვითარებას, ისე მის მომიჯნავე დარგების შესწავლის საქმეს.
XIX საუკუნიდან მოყოლებული დაიწყო გეოგრაფიული მეცნიერების ინტენსიური დიფერენციაცია. ფიზიკურ გეოგრაფიას გამოეყო საკმაოდ ბევრი სპეციალური დარგი (მაგ.,: გეომორფოლოგია), ხოლო ამ უკანასკნელს ქვედარგები. ახალმა გამოყოფილმა დარგებმა გაზარდეს გეოგრაფიული კვლევის არე და მისი პერსპექტივა. დიფერენციაცია წლების მანძილზე მიმდინარეობდა, რის საფუძველზე გეოგრაფიამ მჭიდრო კავშირი დაამყარა ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთან, მ.შ. გეოგრაფია ოკეანოლოგიისა და ჰიდროლოგიის საშუალებით უკავშირდება გეოფიზიკას; კლიმატოლოგიისა და ლანდშაფტოლოგიის მეშვეობით დაკავშირებილია ბიოგეოცენოლოგიასთან; გეოლოგიას იგი უმთავრესად გეომორფოლოგიით უკავშირდება, ჰიდროლოგია გეოგრაფიას აკავშირებს ჰიდროტექნიკასთან, ჰიდრავლიკასთან; ბიოგეოგრაფია კი გეოგრაფიას ბიოლოგიასთან აკავშირებს. გარკვეულ წილად გეოგრაფია უკავშირდება მათემატიკას, გეოქიმიასა და გეობოტანიკას.
გეოგრაფია-გეოლოგიის მიჯნაზე იმყოფება ასევე სპელეოლოგია, პალეოგეოგრაფია და გლაციოლოგია. გეოგრაფიასთან უშუალოდ არის დაკავშირებული მეცნიერების სპეციფიური დარგი - კარტოგრაფია.

თანამედროვე პერიოდი (XXI ს.) 


ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტი
XXI საუკუნეში ჩვენთვის ცნობილია ერთი მთლიანი მსოფლიო ოკეანე (ზღვებითურთ) და შვიდი კონტინენტი. ცნობილია დედამიწის უამრავი ბუნებრივი უბანი (დიდი თუ პატარა). გამოკვლეულია მსოფლიო ოკეანეც და მის ირგვლივ გარშემორტყმული ხმელეთიც. და ბოლო-ბოლო ვიცით რომ დედამიწა მრგვალია და მოქცეულია მზის სისტემაში და ბრუნავს მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე. XX საუკუნეში დაგროვილმა დიდმა სამეცნიერო მასალამ თავისი გაგრძელება ჰპოვა XXI საუკუნეშიც. თუმცა XXI საუკუნეს ჯერ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელიც. XX-XXI სს. არსებითი კავშირი მაინც არსებობს. ერთგვარად XXI საუკუნე გეოგრაფიული აზრებისა და იდეების გაგრძელების ხანაა.
მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნე მხოლოდ ”ახალგაზრდა” გეოგრაფიული პერიოდია, მაინც არსებობს წარმატებები და დაწერილია არაერთი სამეცნიერო შრომა. დღეისათვის არსებობს მრავალი გეოგრაფიული დაწესებულება, მ.შ. ინსტიტუტები, საზოგადოებები, კავშირები და სხვა, მნიშვნელოვნად გაუწევს კოორდინაციას გეოგრაფიული აზრის შემდგომ განვითარებას. XX საუკუნეში შექმნილმა სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტებმა უდიდეს გეოგრაფიულ წარმატებას მიაღწია და ასეთი ტემპებით წინსვლა გამოიწვევს ასევე XXI საუკუნეში ახალი გეოგრაფიული შეხედულებების, აზრებისა და თეორიების შექმნას და საბოლოოდ მათ დამუშავებას. მითუმეტეს, რომ XXI საუკუნეს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რამეთუ მეცნიერებას მხარს უჭერს განვითარებული და მუდამ წინსვლითი ტექნიკა.

გეოგრაფია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV ს. - XVII ს.)

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაახლოებით ორ საუკუნეს გაგრძელდა. ყველაფერი ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობით დაიწყო და გაგრძელდა XIX საუკუნის დასასრულამდე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ პერიოდში დაზუსტდა დასახლებული კონტინენტების მოხაზულობა, გამოკვლეულ იქნა ხმელეთის ზედაპირის დიდი ნაწილი. მან ახალი მასალა მისცა ცოდნის სხვა დარგებსაც (მაგ.:ეთნოგრაფიას ან ბოტანიკას). ექსპედიციების გაგზავნის ზოგადი მიზეზები იყო : სასაქონლო წარმოების ზრდა ევროპულ ქვეყნებში; ძვირფასი ლითონების ნაკლებობა და ამით გამოწვეული ახალი მიწების ძიება ოქრო-ვერცხლის, სანელებლების, სპილოს ძვლის (ტროპიკებში), ძვირფასი ბეწვეულის, მორჟის ეშვების (ჩრდილოეთ ქვეყნებში) მოსახვეჭად.
ამ პერიოდში გეოგრაფიული აზრი თანდათან თავისუფლდებოდა საეკლესიო დოგმებისაგან. აღორძინდა დედამიწის სფერულობის იდეა და მასთან ერთად პტოლემეს კონცეფცია ევროპის დასავლეთ და აზიის აღმოსავლეთ სანაპიროების სიახლოვის შესახებ.
XV საუკუნის გეოგრაფიული თხზულებიდან აღსანიშნავია ენეა სილვიო დე პიკოლომინის (პიუს II) ”კომენტარები” და წერილები. განიხილავს დედამიწის ფორმას, ასავე საუბრობს კლიმატურ სარტყლებსა და მათ თავისებურებაზე, აგრეთვე აღნიშნავს დედამიწის დანაწილებაზე ქვეყნის ნაწილებად და ამასთანავე განიხილავს ევროპასა და აზიას. აღწერა მთის ქედები და მდინარეები.
უპირველესად აღსანიშნავია ქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506 წწ) დიდებული მოგზაურობა, რითაც ყოველივე ამერიკის (1492) აღმოჩენით დამთავრდა. ამერიკის გახსნას მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, პოლიტიკური და სამეცნიერო რეზონანსი. მთლიანობაში კოლუმბმა ამერიკის მიმართულებით განახორციელა ოთხი მოგზაურობანი :
  1. პირველი მოგზაურობა (3 აგვისტო 1492 - 15 მარტი 1493)
  2. მეორე მოგზაურობა (25 სექტემბერი 1493 - 11 ივნისი 1495)
  3. მესამე მოგზაურობა (30 მაისი 1498 - 25 ნოემბერი 1500)
  4. მეოთხე მოგზაურობა (9 მაისი 1502 - ნოემბერი 1504 )
მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ვასკო და გამას მოგზაურობა. ვასკო და გამა იყო პირველი ევროპელი რომელმაც ზღაოსნური მიმოსვლა განახორციელა ევროპიდან ინდოეთის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე ფერნანდო მაგელანის (1480-1521) დიადი მოგზაურობა დედამიწის გარშემო. საყურადღებოა ასევე ალბუკერკეს, ჯეიმზ კუკის ზღვაოსნური მარშრუტები.
ნიშანდობლივია რომ, ამ პერიოდში ფართოდ განვითარდა კარტოგრაფიული ხელოვნებაც. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა
ვასკო და გამას გასვლა ინდოეთში
რუკები, ხოლო XVI საუკუნიდან - ატლასები. გაჩნდა ცალკეული ქვეყნების დაწვრილებითი აღწერილობანი, რომლებშიც ყურადღება გამახვილებული იყო ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე. XVI-XVII სს. ზოგად დედამიწისმცოდნეობას გამოყენებითი ხასიათი მიეცა, იგი ძირითადად ნავიგაციის ინტერესებს ემსახურებოდა. ამ დროის უდიდესი გეოგრაფიული შრომაა ბერნჰარდ ვარენიუსის „Geographia Generalis“ (1650), რომელშიც შეჯამებულია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდის მეცნიერული ცოდნა, განხილულია დედამიწის ხმელეთის ზედაპირის, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს ძირითადი თავისებურებანი. ერთ-ერთი პირველი რუკა სადაც დაცული იყო გრადუსთა ბადე შეადგინა ცნობილმა გეოგრაფმა და ასტრონომმა - პაოლო ტოსკანელიმ (1397-1482). პაოლო ტოსკანელი თავგამოდებით იცავდა დედამიწის სფერულობის იდეას. ამასთანავე წამოაყენა დასავლეთის გზით ინდოეთამდე მიღწევის შესაძლებლობის იდეა. აღსანიშნავია რომ 1492 წელს მარტინ ბეჰაიმმა (1459—1507) გამოიგონა გლობუსი.

გეოგრაფიული ცოდნის მეცნიერული სისტემატიზაცია (XVII ს. - XIX ს.) 

უილიამ დამპირი
XVII საუკუნიდან მოყოლებული ევროპის ტერიტორიაზე დაიწყო ძველი ავტორებისა და არაბების წერილებისა და კომენტარების თარგმნები. ამასობაში იმატა ინტერესმა ქვეყნების ბუნებრივი პირობების შესწავლისა და დედამიწის ბუნების ახსნისადმი. XVIII-XIX საუკუნეებში განხორციელდა დიდი სამეცნიერო საბუნებისმეტყველო ექსპედიციები, რომელიც მეცნიერურ ამოცანებსაც ისახავდა მიზნათ.
დიდმა მეცნიერმა ფრანსის ბეკონმა (1561-1626) მოახდინა რეფორმა მეცნიერულ მეთოდებსა და მეთოდოლოგიაში. მნიშვნელოვნად უჭერდა მხარს მეცნიერულ გეოგრაფიაში აღმოჩენების საქმეს და საუბრობდა მათ მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716), ჟორჟ ბიუფონისა (1707-1788) და მიხეილ ლომონოსოვის (1711-1765) წარმოდგენები დედამიწის ბუნების შესახებ.
პირველ მეცნიერ მოგზაურად შეიძლება მივიჩნიოთ ედმუნდ ჰალეი (1656-1742) - ცნობილი ასტრონომი და გეოფიზიკოსი. იგი მონაწილეობდა წმინდა სამეცნიერო ექსპედიციებში, სადაც ცდილობდა დედამიწის მაგნეტიზმის გარკვევას. უნდა დავასახელოთ აგრეთვე უილიამ დამპირი (1651-1715) ზღვაოსანი და მეკობრე, რომელმაც შეასრულა სამი დიდი ზღვაოსნური მარშრუტი. შედეგად დასწერა ნაშრომი, სადაც აღწერა ზღვის მარილიანობა, ასევე ცდილობდა დაედგინა ოკეანური დინებებისა და ქარის ურთიერთკავშირი.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე დანიელ გოტლიბ მესერშმიდტის (1685-1735) მოგზაურობა, რომელსაც მოჰყვა დიდძალი ბოტანიკურ-ზოოლოგიური, მინერალოგიური, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური კოლექციების შეგროვება. შედგენილი აქვს რუკები, აღმოაჩინა სასარგებლო წიაღისეულები და ა.შ.
XVIII საუკუნეში გრანდიოზული სამეცნიერო და საბოლოოდ გახსნითი ექსპედიციები მოაწყო წარმოშობით დანიელმა ზღვაოსანმა ვიტუს ბერინგმა (1681-1741), რომლის შედეგად ალექსი ჩირიკოვთან ერთად აღმოაჩინა ჩრდილოეთ-დასავლეთ ამერიკა და ალეუტის კუნძულები.
XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დამდეგს ფიზიკურ გეოგრაფიაში არ შექმნილა დიდი განმაზოგადებელი შრომები.

Saturday, June 2, 2012

შუა საუკუნეები (III ს. - XV ს.)

ევროპაში გეოგრაფიული წარმოდგენები ყალიბდებოდა ბიბლიური დოგმებისა და ანტიკური მეცნიერების ზოგიერთი დასკვნისაგან, რომელიც განწმენდილი იყო ყოველივე ”წარმართულისაგან”. შუა საუკუნეებში გეოგრაფიული ცოდნა მხოლოდ ქვეყანათმცოდნეობითი თვალსაზრისით განვითარდა. სხვა დისციპლინები, რომლებიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მათემატიკასთან და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან განვითარება ვერ პოვა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისინი მივიწყებულ იქნა.

კოზმა ინდიკოპლევსტისეული მსოფლიოს სურათი
VI საუკუნის გეოგრაფიული თხზულებიდან აღსანიშნავია  კოზმა ინდოკლოპევსკის ცნობილი შრომა, სადაც გაშუქებულია ევროპის, ინდოეთის, შრი-ლანკისა და ეთიოპიის ქვეყანათმცოდნეობითი საკითხები. ამ ნაშრომმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ანტიკური იდეა მხოლოდ არაბულ კულტურაში არის შემონახული. თუმცა ამ იდეებმა შემდგომ განვითარება ვერ მოიპოვა. გეოგრაფიული ცოდნის მატარებლები იყვნენ : ვაჭრები, სამხედროები და მისიონერები.
ქვეყანათმცოდნეობამ ყველაზე დიდი განვითარება მოიპოვა არაბულ ეპოქაში, რომელიც შეპირობებული იყო არაბეთის სახალიფოს სიდიადესთან, რომელიც VIII ს. მოყოლებული ფართოვდებოდა ცენტრალური აზიიდან დაწყებული, დამთავრებული პირენეის ნახევარკუნძულამდე. ქვეყანათმცოდნეობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო არაბეთის ვაჭრობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მის ტრადიციულ გაგებაში.
არაბული ქვეყანათმცოდნეობითი ნაწარმოები აღწერითი ხასიათისა იყო და იძლეოდნენ დასახლებული პუნქტების, ხალხის, სიმდიდრეების, სავაჭრო მეთოდებისა და გზების აღწერას. ამგვარ ნაწარმოებებს მიეკუთვნება აბუ იბნ ხორდადბეჰის თხზულება - „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ“.
აღსანიშნავია, ასევე არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი - ალ-ჰამალი იაკუთი, რომელმაც მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და დაწერა არაერთი საყურადღებო ნაშრომი, მ.შ. მნიშვნელოვანია „გეოგრაფიის ლექსიკონი“, რომელშიც ასახულია არაბული გეოგრაფიისა და ისტორიის ლიტერატურის მიღწევები.


იბნ ბატისტა
მეტად მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე  იბნ ბატისტა ხანგრძლივი მოგზაურობანი. იბნ ბატუტამ სამყაროს სივრცითი აღწერის საქმე დაიწყო და მოიარა ეგვიპტა, ირანი, არაბეთი, მესოპოტამია, სირია, მცირე აზია, ყირიმი, რუსეთის სამხრეთ ნაწილი, შუა აზია, ინდოეთი, ავღანეთი, ინდონეზია და ჩინეთი. მისი პირველი მოგზაურობა დაიწყო 1325 წელს, ბოლო მოგზაურობა კი განხორციელდა 1352-1353 წწ. და ამჯერად გადაკვეთა საჰარის დასავლური და ცენტრალური ნაწილი. 25 წელი ქვეყანათმომლახველობაში გაატარა და ზღვით გასცურა დაახლ. 130 ათ. კმ. იბნ ბატუტა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოგზაური იყო. ჭეშმარიტი ქვეყანათმომლახველი.
ალ მასუდმა მოახდინა მუსონების აღწერა. იგი იმყოფებოდა მოზამბიკის სრუტეზე და აგრეთვე მუშაობდა ატმოსფერული მოვლენების აღწერაზე.
XI საუკუნის ყველაზე დიდი გეოგრაფი იყო ალ-ბირუნი, რომელმაც დიდი ხანი მოგზაურობაში გაატარა და საფუძვლიანად შეისწავლა ირანის მთიანეთი და ასევე ცენტრალური აზიის დიდი ნაწილი. შესანიშნავად აღწერა ინდოეთი. საუბრობს გეოგრაფიულ პროცესებზე.
არაბული კულტურის უდიდესი მეცნიერი იყო იბნ სინა (980-1037 იგივე ავიცენა), რომელიც ჯერ კიდევ XI საუკუნეში სწერდა დენუდაციური პროცესების შესახებ. აღწერა მთიანი ქვეყნების დამსხვრევის მოვლენები. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, არაბული გეოგრაფია თეორიულ წარმოდგენაში ვერ განვითარდა. არაბული გეოგრაფიის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ მათ განავითარეს სამყაროს სივრცითი წარმოდგენა.


მარკო პოლო ჩინეთში
არაბულ კულტურაში გამორჩეული ადგილი რუკებსაც ეკავათ. თუმცა რუკების უდიდესი ნაწილი დაბალი დონისა იყო, რამეთუ მოკლებული იყო გრადუსთა ბადეს. გამონაკლისს შეადგენდა ალ-იდრისი (1100-1165) და მისი რუკები. იდრისის შექმნა მსოფლიოს იმ დროისათვის ცნობილი ნაწილის რუკა (ქაღალდზე და ვერცხლის ბრტყელ მრგვალ ფირფიტაზე) და დასწერა შრომა „გეოგრაფიული გასართობი“, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ცნობებს ხალხის შესახებ. წიგნში შესულია ორი მსოფლიოს რუკა. იდრისიმ ამასთანავე დედამიწა დაყო 7 კლიმატად (ყოველ კლიმატში 10 ნაწილია).
XIII საუკუნუს შუა წლებიდან ევროპელთა სივრცობრივი თვალთახედვა გაფართოვდა, მაგრამ ამან ნაკლები ზეგავლენა მოახდინა მათ გეოგრაფიულ თვალსაწიერზე. გეოგრაფიული ცნობების მოპოვება დაიწყეს მისიონერებმა პლანო კარპინიმ და ვილემ რუბრუკვისმა. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე მარკო პოლოს ნაშრომები. ამ პერიოდში ვითარდებოდა რუკების შედგენის ხელოვნებაც.
XV საუკუნეში სპარსეთსა, ინდოეთსა და თურქეთში იმოგზაურა ათანასე ნიკიტინმა.

დედამიწის აგებულება

დედამიწა რამდენიმე თითქმის კონცენტრული შრისაგან შედგება: დედამიწის ქერქისგან, მანტიისგან ( ეს უკანასკნელი დედამიწის ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს) და ბირთვისგან.
ეს აგებულება დადგენილ იქნა სეისმური ტალღის მიწისძვრის კერიდან ზედაპირის სხვადასხვა წერტილებამდე გავრცელების შესწავლით. სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე უეცრად იცვლება ერთი ფენიდან მეორე ფენაში გადასვლისა, რაც ფენების შედგენილობის განსხვავებითაა გამოწვეული. დედამიწის ასეთი აგებულება ადვილად იხსნება მისი ჩამოყალიბების ისტორიით - მეტეორების აკრეციით, რამა გამოიწვია თხევად ფაზაში მისი განშრევება სიმკვრივის კლებადობით ბირთვიდან ქერქის მიმართულებით.

ლითოსფერო

დედამიწის ტოპოგრაფიული რუკა XX ს.
დედამიწის ქერქი მყარი დედამიწის ზედა ნაწილია, მისი ზედაპირი ძალიან ახალგაზრდაა. მანტია გამოყოფილია სეისმური ტალღის სიჩქარის მკვეთრი გაზრდით - (მოჰოროვიჩიჩის საზღვრით. არსებობს ორი სახეობის ქერქი: ოკეანური და კონტინენტური. კონტინნეტური ქერქის აგებულებაში გამოიყოფა სამი გეოლოგიური შრე: დანალექი სარჩული,გრანიტული და ბაზალტური. ოკეანური ქერქი ძირითადად ფუძური შედგენილობის ქანებისაგან შედგება, რომელსაც ზემოდან ეკვრის დანალექი სარჩული.

დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს ტექტონიკა.
  • ჩრდილოეთი ამერიკის ფილა - ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილო-დასავლეთი ატლანტიკა და გრენლანდია
  • სამხრეთი ამერიკის ფილა - სამხრეთი ამერიკა და სამხრეთ-დასავლეთი ატლანტიკა
  • ანტარქტიკული ფილა - ანტაქტიკა
  • ევრაზიული ფილა - ჩრდილო-აღმოსავლეთი ატლანტიკა, ევროპა და აზია ინდოეთის გარდა
  • აფრიკული ფილა - აფრილა, ატლანტიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ინდოეთის ოკეანის დასავლეთი
  • ინდოავსტრალიური ფილა - ინდოეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ინდოეთის ოკეანის უდიდესი ნაწილი
  • ნასკას ფილა - წყნარი ოკეანის სამხრეთი რომელიც ეკვრის სამხრეთ ამერიკის
  • წყნარი ოკეანის ფილა - წყნარი ოკეანის უდიდესი ნაწილი.
არსებობს ოციოდე პატარა ფილაც, როგორიცაა, მაგ. არაბეთის, ფილიპინების. ფილების სისქე 60-დან 100 კმ-მდეა. ფილაქნების შედარებით მდგრადი და მოსწორებული უბდენი დედამიწაზე წარმოდგენილია კონტინენტებისhttp://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90 სახით. ფილაქნები მდებარეობს მანტიის შედარებით რბილ პლასტიკურ ფენაზე, რომელზეც ხდება მათი გადაადგილება, დაცურება. ძალები, რომლებიც ფილაქნების მოძრაობას იწვევენ, წარმოიქმნებიან მანტიის ზედა ნაწილში, ნივთიერებათა გადაადგილების დროს. ამ ნივთიერებათა მძლავრი ნაკადები დედამიწის ქერქში განაპირობებს სიღრმულ რღვევებს. რღვევების ზონები არის როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. შედარებით მეტია ოკეანის ფსკერზე, სადაც ქერქი უფრო მცირე სისქისაა.